განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში. გავეცანით მე-6 მოდულს, გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ოთხ მეთოდს, ასევე გავეცანით სწავლების სხვადასხვა სტილს. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
პირველ რიგში მივესალმეთ ერთმანეთს. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, შეფასების სტრატეგიებზე. დანვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები. მოვიყვანეთ გონებრივი იერიშის კითხვები. ასევე განვიხილეთ პროექტის მსვლელობა, შეფასების ხუთივე კრიტერიუმი. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. გავიხსენეთ პოვერპოინტში მუშაობის სტრატეგიები (ფოტოების ჩასმა, სამუშაო ფურცლის გამოძახება, სლაიდ შოუს გაკეთება).
დღეს პირველ რიგში გავეცანით ერთმანეთს. გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ინტელის ტრენინგზე. ეს ტრენინგი მოგვცემს საშვალებას უკეთ დავგეგმოთ "პროექტებით სწავლება" სასწავლო პროცესში . გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს, თუ როგორ უნდა განუვითაროთ მოსწავლეებს სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები. გავხსენი D დისკზე საქაღალდე და შევინახე სხვადასხვა ფაილი. ასევე გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს და სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. შევქმენი ახალი ბლოგი და ვისწავლე ბლოგზე საბლონის გამოქვეყნება.
პირველ რიგში გავაცანით ერთმანეთს საპროექტო თემები. შემდეგ ვისაუბრეთ ბუკლეტებზე და მათ დანიშნულებაზე. დავათვალიერეთ რამდენიმე სახის ბუკლეტი, რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ სხვადასხვა პროექტის დროს. ასევე ვიმუშავეთ ბუკლეტებზე ვორდში. ბოლოს ვიმუშავეთ ვორდში და გავიხსენეთ სხვადასხვა მენიუ. დავალება: გადავხედოთ ჩვენი სამუშო პროექტის თემის, ეროვნულ სასწავლო გეგმას და ინდიკატორებს.
Comments
Post a Comment