Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

 მეცხრე დღეს გადავხედეთ ჩვენს გეგმებს, ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ პრეზენტაცია და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.

მერვე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია  მერვე დღეს გავიარეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები და გადავხედეთ საბოლოოდ პროექტებს. ბოლოს მივიღეთ დავალება. უნდა მოვემზადოთ ხვალისთვის პრერზენტაციისთვის.

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში. გავეცანით მე-6 მოდულს, გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ოთხ მეთოდს, ასევე გავეცანით სწავლების სხვადასხვა სტილს. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.

მეხუთე დღის რეფლექსია

    მეხუთე დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საიმფორმაციო, ასევე საკომუნიკაციო საშუალებად. ინტერნეტში მოვიძიეთ სურათები თემასთან დაკავშირებით და შევავსეთ მარტივი შაბლონი.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და მივიღეთ დავალება: შვქმნათ ერთ-ერთი ჟგუფის ნამუშევრის ნიმუში.

მეოთხე დღის რეფლექსია

   პირველ რიგში მივესალმეთ ერთმანეთს. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, შეფასების სტრატეგიებზე. დანვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები. მოვიყვანეთ გონებრივი იერიშის კითხვები. ასევე განვიხილეთ პროექტის მსვლელობა, შეფასების ხუთივე კრიტერიუმი. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. გავიხსენეთ პოვერპოინტში მუშაობის სტრატეგიები (ფოტოების ჩასმა, სამუშაო ფურცლის გამოძახება, სლაიდ შოუს გაკეთება).

მესამე დღის რეფლექსია

  დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, საგნობრივ სტანდარტებზე, პროექტის სასწავლო მიზნებზე და შედეგებზე, ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა რაში გვეხმარება მათემატიკა ცხოვრებაში? თემატური კითხვები რა განსხვავებაა მარტივსა და რთულ პროცენტს შორის? შინაარსობრივი კითხვები რომელი უფრო მომგებიანია, მარტივი თუ რთული პროცენტით, ფულის დაბანდება? .

მეორე დღის რეფლექსია

                   პირველ რიგში გავაცანით ერთმანეთს საპროექტო თემები. შემდეგ ვისაუბრეთ ბუკლეტებზე და მათ დანიშნულებაზე. დავათვალიერეთ რამდენიმე სახის ბუკლეტი, რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამოვიყენებ სხვადასხვა პროექტის დროს. ასევე ვიმუშავეთ ბუკლეტებზე ვორდში. ბოლოს ვიმუშავეთ ვორდში და გავიხსენეთ სხვადასხვა მენიუ. დავალება: გადავხედოთ ჩვენი სამუშო პროექტის თემის, ეროვნულ სასწავლო გეგმას და ინდიკატორებს.